ევროპარლამენტის ოფიციალურ საიტზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე გუშინდელი კენჭისყრის შედეგები გამოქვეყნდა. აღნიშნული შედეგებიდან ირკვევა, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხს მხარი დაუჭირეს ევროპის სახალხო პარტიის 187-მა და სოციალ-დემოკრატების 163-მა დეპუტატმა. ლიბერალების ალიანსიდან (ALDE) საქართველომ 62 ხმა მიიღო.
საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას ევროპარლამენტის ჯგუფებიდან მხარი არ დაუჭირა EFDD-მ (თავისუფლებისა და პირდაპირი დემოკრატიის ევროპა). აღნიშნული პოლიტიკური ჯგუფის 31-მა წევრმა ხმა წინააღმდეგ მისცა, ასევე ENF პოლიტიკური ჯგუფის (ერებისა და თავისუფლების ევროპა) 24 წევრმა. აღსანიშნავია, რომ ამ ჯგუფის ლიდერი საფრანგეთის საპრეზიდენტო კანდიდატი მარინ ლე პენია.