ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს კომპანია „კოკა-კოლას“ ხელმძღვანელობას მოსთხოვოს, შეწყვიტოს ან მნიშვნელოვნად შეამციროს პროდუქციის წარმოება მექსიკაში და ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებში.
როგორც უცხოური მედია წერს, ამის მიზეზი შესაძლოა იყოს „კოკა-კოლას“ მხრიდან თეთრი სახლის ახალი საიმიგრაციო პოლიტიკის მოწინააღმდეგეების მხარდაჭერა. „კოკა-კოლამ“ ინტერნეტში წამოიწყო კამპანია #OrgullosoDeSer (ვამაყობ რომ ვარ), რომლის მიზანიც გახლავთ, რომ ლათინური წარმოშობის ამერიკელებმა იამაყონ საკუთარი ეროვნებით.
როგორც ცნობილია, ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია დონალდ ტრამპის მიერ 27 იანვარს ხელმოწერილმა განკარგულებამ, რომელიც მიგრანტების მიღებას 120 დღით კრძალავს. საბოლოოდ, ეს ვადა 90 დღემდე შემცირდა და შეეხო 7 არაბულ ქვეყანას. ხოლო მექსიკის შემთხვევაში, საქმე ეხება საზღვარზე კედლის მშენებლობას.
კოკა კვირკველია