თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია. როგორც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138-კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.