სად ცხოვრობენ მსოფლიო ლიდერები? (ფოტო)

როგორ გამოიყურება სახლები, სადაც ცხოვრობენ, იღებენ გადაწყვეტილებებს მსოფლიო ლიდერები - ამის შესახებ ინფორმაციას - businessinsider-ი აქვეყნებს.

ლონდონი, დაუნინგი სტრიტის #10 - მისამართი, სადაც ბრიტანეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ცხოვრობს. ამ სახლში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრები 1735 წლიდან ცხოვრობენ. შენობა 100-ზე მეტ ოთახს და არაერთ დარბაზს მოიცავს.

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი კი პარიზში, ელისეს სასახლეში ცხოვრობს, რომელიც მისი ოფიციალური რეზიდენციაა.

სამხრეთ კორეის რესპუბლიკის სამეფო ვილა - „ლურჯი სახლი“, სადაც პრეზიდენტი პაკ კინ ჰე ცხოვრობს, დედაქალაქ სეულში მდებარეობს. შენობა ძველი კორეული არქიტექტურით არის აგებული. სახლის გარშემო ბაღია მოწყობილი, 300 წელზე მეტის ფიჭვის ხეებით, ყვავილებით და ა.შ.

იტალიის ოფიციალური რეზიდენცია, კვირინალეს სასახლე კი რომში მდებარეობს, სადაც პრეზიდენტი სერჯო მატარელა ცხოვრობს. სახლში, რომელიც თავდაპირველად 1583 წელს რომის პაპის საზაფხულო სახლად აშენდა, 30 პაპი და იტალიის 4 მეფე ცხოვრობდა. 1947 წლიდან კი პრეზიდენტების რეზიდენციად გამოიყენება.

ბრაზილიის პრეზიდენტი კი დედაქალაქ ბრაზილიაში „განთიადის სასახლეში“ ცხოვრობს. რომელიც 1958 წელს აშენდა. სასახლე ერთ-ერთი ყველაზე მოდერნისტული და ფუნქციური რეზიდენციაა, რომელიც მოიცავს კინოთეატრს, სამოცველოს და ა.შ.

„კანტეი“ - იაპონიის პრემიერ-მინისტრის რეზიდენცია, რომელიც ტოკიოში მდებარეობს. გამოცემის ცნობით, რეზიდენცია უფრო თანამედროვე და გლამურულია, ვიდრე სხვა სახლები, სადაც მსოფლიო ლიდერები ცხოვრობენ.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკერი კი „ბელევუეს სასახლეში“ ცხოვრობს, რომელიც 1786 წელს აშენდა. თუმცა, საპრეზიდენტო რეზიდენციად 1994 წლიდან გამოცხადდა.

მალაიზიის მონარქის სახლს 2011 წელს აშენებული „ეროვნული სასახლე“ წარმოადგენს. კომპლექსი 22 გუმბათს მოიცავს და როგორც რეზიდენცია, საზოგადოებისთვის დახურულია.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი კი ავსტრალიის დედაქალაქში კანბერაში 40 ოთახიან სახლში ცხოვრობს.

კოლუმბიის პრეზიდენტის რეზიდენცია კი ბოგოტაში მდებარეობს.

კრემლი - მოსკოვში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რეზიდენციაა. შენობა 1917 წლიდან წარმოადგენს საპრეზიდენტო რეზიდენციას.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი სი ძინ ფინგი კი ცხოვრობს რეზიდენციაში, რომელიც პეკინის ცენტრში მდებარეობს. სასახლეში, სადაც უმეტესად ტბები და ბაღებია, ქვეყნის ლიდერები 1949 წლიდან ცხოვრობენ.

ესპანეთის მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი მარიანო რახოი მადრიდის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე რეზიდენციაში ცხოვრობს. სასახლე მე-17 საუკუნეში აშენდა.

არგენტინის დედაქალაქის, ბუენოს აირესის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს სახლი „კასა როსადა“, სადაც პრეზიდენტი მაურისიო მაკრი ცხოვრობს.

რაშტრაპატი ბხავანი - არის ინდოეთის პრანაბ მუხერჯის ოფიციალური რეზიდენცია, რომელიც ნიუ-დელიში მდებარეობს. შენობა 340 ოთახს მოიცავს, გარედან კი შადრევნები, ათეულობით სვეტი და ბაღი აქვს.

კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრიუდო კი ოტავაში მდებარე სახლში ცხოვრობს. შენობა 1951 წლიდან არის პრემიერ-მინისტრების ოფიციალური რეზიდენცია.

იხილეთ ფოტოგალერეა