2017 წელს მხოლოდ მარკეტინგული კამპანიებისთვის დაახლოებით, 16 მილიონი ლარია გამოყოფილი , - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა, რომელმაც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე 2017 წლის იანვარში საქართველოში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორებისა და ტურისტების შესახებ სტატისტიკა წარადგინა.
,,2017 წლის მარკეტინგული კამპანიები დაწყებული არ არის, თუმცა ბაზრების მიმართულებით ჩვენ ვინარჩუნებთ სტრატეგიას, რომელიც გულისხმობს იმას, რომ არსებული ბაზრებიდან გავზარდოთ ტურისტული ნაკადები და ასევე ვიმუშაოთ ახალი ბაზრების მიმართულებით, რათა უფრო დივერსიფიცირებული იყოს ჩვენს ქვეყანაში ტურისტული ნაკადები.
2017 წელს მხოლოდ მარკეტინგული კამპანიებისთვის დაახლოებით, 16 მილიონი ლარია გამოყოფილი”, - განაცხადა ჩოგოვაძემ.