„თი-ბი-სი“ ბანკი განცხადებას ავრცელებს და მომხმარებელს აფრთხილებს, რომ 4 თებერვალს საღამოსა და ღამის საათებში საბანკო ოპერაციების განხორციელება შეუძლებელი იქნება.
როგორც ბანკში იუწყებიან, ამის მიზეზი სისტემის განახლებაა.
კერძოდ, 4 თებერვლის 19:00 საათიდან 5 თებერვლის 04:00 საათამდე საბანკო ოპერაციები ვერ განხორციელდება: სერვისცენტრებში, ინტერნეტბანკში, მობაილბანკსა და სწრაფი გადახდის აპარატებზე.
ამასთან, ამავე მიზეზის გამო 4-5 თებერვალს საკრედიტო ბარათზე ჩარიცხული და შეტანილი თანხა 6 თებერვალს გახდება ხელმისაწვდომი. ასევე 6 თებერვლამდე შეზღუდული იქნება საკრედიტო ბარათიდან გადარიცხვაც.