3 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6816 ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7052 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.36 თეთრი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 4 თებერვალს შევა ძალაში.
ამასთანავე ლართან მიმართებაში გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 4 თებერვლისთვის 2.8806 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9243 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 4.37 თეთრი შეადგინა.
ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 4 თებერვლისთვის 0.716 ლარი იქნება. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 0.7253 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლირის ცვლილებამ 0.93 თეთრი შეადგინა.
ასევე გაუფასურდა ბრიტანული ფუნტი, რომელიც 4 თებერვლისთვის 3.3493 ლარი გახდება. მაშინ როდესაც დღეს მოქმედი კურსი 3.4199 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ფუნტის ცვლილებამ 7.06 თეთრი შეადგინა.