რას მოიტანს თავისუფლების აქტის გაუქმება? - "სოციალ დემოკრატიული" პარტიის ინიციატივას ექსპერტები აფასებენ

სოციალ-დემოკრატიული პარტიის ინიციატივას თავისუფლების აქტის გაუქმებასთან დაკავშირებით, ექსპერტთა ნაწილი აკრიტიკებს. ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი მიიჩნევს, რომ გია ჟორჟოლიანი მთავრობას მავნებლურ წინადადებას სთავაზობს. ყიფიანის აზრით, გადასახადების ზრდის ბერკეტების ხელისუფლების ხელში გადასვლა ინვესტორებისთვის ცუდი გზავნილია.

ეკონომისტი სოსო არჩვაძე თავისუფლების აქტის გაუქმებაში გარკვეულ რისკებს ხედავს. ამავდროულად ექსპერტი ფიქრობს, რომ კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი გადასახადების ზრდის მიზნით რეფერენდუმის ჩატარების აუცილებლობასთან დაკავშირებით, თავის დროზე მხოლოდ პოპულისტურ მიზნებს ემსახურებოდა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე