გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტით გადაადგილება თავისუფალია

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ყველა სახის ავტოტრანსპორტით გადაადგილება თავისუფალია.