ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეირანის მიერ ბალისტიკური რაკეტების შექმნის პროგრამის შემუშავებასთან დაკავშირებით, ირანის სასანქციო სია გაზარდა, რომელიც 13 ფიზიკურ პირს და 12 კომპანიას ეხება. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ამერიკის ფინანსთა სამინისტრო იუწყება.
აღნიშნულ 13 პირს შორის არიან ირანის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ჩინეთის, ქუვეითისა და ლიბანის მოქალაქეები.
2 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ირანი ოფიციალურად გააფრთხილა. ირანის პრეზიდენტის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში ალი აქბარ ველაიათიმ საპასუხოდ განაცხადა, რომ თეირანს სხვა ქვეყნების თანხმობა არ სჭირდება საკუთარი თავის დაცვისთვის, ხოლო ირანისადმი მუქარა უსარგებლოა.