„ბავშვთა სამყაროს“ მიმდებარე ტერიტორიის შემოღობვა მიმდინარეობს. სამუშაოები უსაფრთხოების მიზნით ტარდება. როგორც ცნობილია, ტერიტორიის შემოსაზღვრის შემდეგ დაიწყება იმ ფილების ტერიტორიიდან გატანა, რომელიც ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს, რის შემდეგაც სავარაუდოდ, მოვაჭრეებს, რომლებსაც პროდუქცია დახლებში ჰქონდათ შენახული, ტერიტორიაზე შეუშვებენ.
ამ დროისთვის „ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე ბოძების ჩასმა მიმდინარეობს. ჯერჯერობით უცნობია, რა პერიოდში დასრულდება სამუშაოები.
ადგილზე კვლავ რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები და პოლიცია, რომელიც პერიმეტრს უსაფრთხოების მიზნით იცავს.