სახლი, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბავშვობა გაატარა, 1,39 მილიონ დოლარად გაიყიდა. სახლის აუქციონზე გატანის ბოლო დღე 17 იანვარი იყო.
დონალდ ტრამპის მამამ, ფრედ ტრამპმა სახლი ნიუ იორკში 1940 წელს ააშენა, ის აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის პირველი საცხოვრებელი იყო.
როდესაც დონალდ ტრამპი 4 წლის გახდა, ოჯახი საცხოვრებლად ახალ, უფრო დიდ სახლში გადავიდა, რომელსაც 23 ოთახი ჰქონდა.
დონალდ ტრამპის პირველ სახლს ხუთი საძინებელი და ამავე რაოდენობის აბაზანა ჰქონდა და მეტროსადგურთან ახლოს მდებარეობდა.
წყარო allnews.ge