ისევე როგორც სხვა მდიდარ ადამიანებს, დონალდ ტრამპსაც ჰყვარებია გამორჩეული ავტომობილები - მდიდრულებიც და სპორტულებიც. და, რა თქმა უნდა, სურვილებს იოლად იკმაყოფილებდა. მის მიერ ნაქონი ავტომობილებიდან ერთ-ერთი, კერძოდ კი 1987 წელს გამოშვებული ღია Mercedes 560SL, კლასიკური ავტომობილებით მოვაჭრე ერთ-ერთი გერმანული კომპანიის შოურუმში გასაყიდადაა გამოტანილი.
წითელი ავტომობილი თავისი დროისთვის უმაღლეს დონეზეა აღჭურვილი.
მის კაპოტქვეშ განლაგებულია შტუტგარტელთა იმ დროის საუკეთესო ძრავა - 5.6-ლიტრიანი V8, რომლის სიმძლავრე 230 ცხენის ძალაა. სალონი ტყავითაა გაწყობილი, მგზავრების გართობას მძლავრი აუდიო სისტემა ემსახურება. მძღოლის განკარგულებაშია ABS სისტემა. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე კი 225 კმ/სთ-ია.
ტრამპი თავის დროზე თვითონ მართავდა ამ ავტომობილს, შემდეგ კი ის თავის მეუღლე ივანკას გადაულოცა.
მათი დაშორების შემდეგ, ავტომობილი ყოფილ მეუღლეს დარჩა. თუმცა ივანკას ის საკუთარ ფლორიდულ ვილასთან ერთად, მალევე გაუყიდია.
გერმანელ დილერს ეს ავტომობილი სამი წლის წინათ, იტალიაში შეუძენია. მაშინ ფასი 40 000 დოლარი იყო. თუმცა ტრამპის გაპრეზიდენტებამ, Mercedes-Benz 560SL გვარიანად გააძვირა - ის ახლა უკვე 80 000 დოლარად იყიდება.
წყარო autobild.ge