ბრიტანელი მილიონერი მარკო რობინსონი ქუჩაში მცხოვრებ ადამიანს საკუთარ სახლს გადასცემს საჩუქრად.
48 წლის მილიონერი ახალ პროექტს ტელეკომპანია Channel 14-თან ერთად დაიწყეს. პროექტის ფარგლებში ერთი უსახლკარო ადამიანი ან ოჯახი უსასყიდლოდ მიიღებს ქალაქ პრესტონში მდებარე 120 000 ფუნტად ღირებულ, 3-ოთახიან სახლს. გარდა ამისა, მარკო რობინსონი თავად გადაიხდის ყველა სახის სხვა გადასახადს.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს 18 წელზე ზემოთ ადამიანებს, ვინც საკუთარი პრობლემების შესახებ წერილობით მოიუყვება რობინსონს.
48 წლის მარკო რობინსონი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 150 ბინის მფლობელია.
„მინდა ერთი ადამიანის ცხოვრება მაინც შევცვალო. თავის დროზე მე დახმარება მჭირდებოდა და გვერდში სწორედ უცნობი ადამიანები დამიდგნენ. ისინი დამეხმარნენ მერწმუნა საკუთარი თავის. მე რთული გზა გამოვიარე, მაგრამ ახლა წარმატებული ბიზნესმენი ვარ და ბევრი ფული მაქვს“, - აღნიშნა მარკო რობინსონმა.