2017 წლის იანვარში 18 რუსი მილიარდერის ქონება საერთო ჯამში 7,9 მილიარდი დოლარით გაიზარდა.
Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის თანახმად, გასულ თვეს 18-დან 16 რუსი მილიარდერი კიდევ უფრო გამდიდრდა.
ინდექსის თანახმად, რუსეთის ყველაზე მდიდარი ადამიანი ალექსანდრე მორდაშოვია, რომლის ქონებაც 17,4 მილიარდი დოლარია. გასულ წელთან შედარებით მორდაშოვი 437,5 მილიონი დოლარით გამდირდა. მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში ალექსანდრე მარდაშოვი 44-ე პოზიციაზეა. მორდაშოვი კომპანია „სევერსტალის“ მფლობელია, რომელიც ფოლადის მოპოვებითა და მიწისქვეშა სამუშაოების წარმოებით არის დაკავებული.
მეორე პოზიციაზეა რუსი მეწარმე, გაზის კომპანია „ნოვატეკის“ აქციონერი ლეონიდ მიხელსონი, რომლის ქონებაც 17,3 მილიარდი დოლარია. მიხელსონის ქონება გასულ წელთან შედარებით 9,1 მილიონი დოლარით გაიზარდა.
ინდექსის თანახმად, მესამე ადგილზეა ვლადიმერ პოტანინი 16,5 მილიარდი ქონებით. პოტანინმა ქონება ლითონის კომპანია Norilsk Nickel-ის წყალობით დააგროვა. სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე ვლადიმერ პოტანინი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორი იყო.