Gunn Report-მა, რომელიც რეკლამის სფეროში წლის ყველაზე საუკეთესო და სხვადასხვა ჯილდოთი აღიარებული რეკლამების რეიტინგის ადგენს, 2016 წლის ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი რეკლამების რეიტინგი გამოაქვეყნა.
რეიტინგი ითვალისწინებს 45 გლობალური, რეგიონალური და ნაციონალური რეკლამის კონკურსის შედეგებს. Gunn Report-ის პირველი სარეკლამო რეიტინგი 1999 წელს გამოქვეყნდა და მას შემდეგ ყოველწლიურად ქვეყნდება.
რეიტინგის თანახმად, 2016 წელს ყველაზე მეტი ჯილდო როგორც ქსელმა კომპანია BBDO-მ მიიღო, საუკეთესო კომპანიად Burger King McWhopper დასახელდა, საუკეთესო რეკლამისდამკვეთად კომპანია „სამსუნგი“, ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელ ქვეყნად კი აშშ.
ყველაზემეტი ჯილდოს მფლობელი სარეკლამო კამპანია
Burger King, McWhopper, Y&R New Zealand (Auckland)
სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, „ბურგერ კინგმა“ თავის მთავარ კონკურენტ „მაკდონალდს“ ე.წ. სამშვიდობო წინადადება შესთავაზა.
ყველაზემეტი ჯილდოს მფლობელი სარეკლამო რგოლი
Loterias y Apuestas del Estado, Justino — ესპანური ლატარიის კომპანიის პოპულარული საშობაო რგოლი
ყველაზემეტი ჯილდოს მფლობელი ინტერნეტ-რეკლამა
Burger King, McWhopper, Y&R New Zealand (Auckland)
ყველაზემეტი ჯილდოს მფლობელი ბეჭდური რეკლამა
Microsoft Xbox, Tomb Raider Survival Board, McCann
ყველაზემეტი ჯილდოს მფლობელი რეჟისორი
დევიდ შეინი (დიდი ბრიტანეთი)
ყველაზემეტი ჯილდოს მფლობელი სარეკლამო სააგენტო
Adam&Eve DDB (ლონდონი)