ბათუმში, მწვანე კონცხის დასახლებაში აგრარული უნივერსიტეტის შენობა 4 500 ათას ლარად ქართულმა კომპანია "ბიზნეს დეველოპმენტმა" შეიძინა.
შენობა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერისტეტის ბალანსზე ირიცხება.
მათივე ინფორმაციით, კომპანია ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის ვადაში, აღნიშნულ ტერიტორიაზე 5 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ელექტრონულ აუქციონზე პრივატიზების მიზნით 3239,62 კვ.მ შენობა-ნაგებობა და მასზე მიმაგრებული 1742 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ასევე ქ. ბათუმში, მწვანე კონცხის დასახლებაში მდებარე 4912,07 კვ.მ შენობა-ნაგებობა და მასზე მიმაგრებული 11 898 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გაიტანა.