სახლისთვის მესიჯის გაგზავნა ან უბრალოდ სახლთან ლაპარაკი წლების წინ ფანტაზიის სფეროდ ჩაითვლებოდა, ახლა კი სრულიად რეალურია.
თუ თქვენ გსურთ დილით ახლადმოდუღებული ყავის სურნელმა გაგაღვიძოთ, შეგიძლიათ სთხოვოთ ყავის აპარატს და პრობლემა არ იქნება. ან შეგცივდათ და გინდათ გათბობას აუწიოთ? უთხარით სისტემას და თხოვნა ავტომატურად შესრულდება. დღეს უკვე შესაძლებელია სამსახურიდან მიუთითო შენს ჭკვიან სახლს აბაზანა დაგახვედროს სავსე, ან შენი საყვარელი მუსიკა ჩართული. ასევე, თუ უთო დაგრჩათ ჩართული და გეშინიათ ხანძარი არ გაჩნდეს, შეგიძლიათ შეტყობინება გაუგზავნოთ სახლს სმარტფონით, და პრობლემა მოგვარებული იქნება.
ამის საშუალებას ჭკვიანი ანუ სმარტ მოწყობილობები იძლევა და მისი შეძენა-ინსტალაცია საქართველოშიცაა შესაძლებელი. თუ თქვენ გსურთ, იყოთ ერთ-ერთი პირველი, ვინც საქართველოში ჭკვიან საოჯახო მოწყობილობებს გამოიყენებს და ამით სრულიად შეიცვლის ცხოვრების სტილს, <span style="color: #1d2129; font-family: " Neue",="Neue"," Helvetica,="Helvetica," Arial,="Arial," sans-serif;="sans-serif;" font-size:="font-size:" 12px;="12px;" white-space:="white-space:" pre-wrap;"="pre-wrap;"">allnews
.გე საჭირო ინფორმაციასა და რჩევებს გთავაზობთ."ჭკვიანი სახლის მოწყობილობები პირობითად შეგვიძლია დავყოთ ორი ნაწილად: მარტივი და რთული სისტემები. მარტივი სისტემები იმართებიან სმარტფონით და ამ შემთხვევაში ოპერაციის ჩატარება შესაძლებელია დისტანციურად, თუმცა, სისტემამ უნდა მიიღოს ბრძანება.
რთული სისტემა კი თავად აკეთებს ყველაფერს და ის არ ელოდება ბრძანებას. მარტივი სისტემისთვის მხოლოდ წიფი წვდომა არის საჭირო, რთულის შემთხვევაში კი სპეციალური გაყვანილობა მონტაჟდება. უსაფრთხოების სისტემის მაგალითზე რომ განვიხილოთ, მარტივი სისტემა სმარტფონზე გზავნის შეტყობინებას, რომ გაზმა ან წყალმა გაჟონა და მფლობელმა უნდა გათიშოს მიწოდება. რთული კი თავად გათიშავს წყლისა თუ გაზის მიწოდებას და მეპატრონეს ისე გაუგზვანის შეტყობინებას," - განმარტავს კომპანია adjpn-ის ადგილობრივი წარმომადგენლობის გაყიდვების მენეჯერი მარი კოკაშვილი.
რა ჯდება საქართველოში ჭკვიანი სახლის მოწყობა?
კომპანიის მიერ შეთავაზებული მარტივი სისტემით მოწყობილი ჭკვიანი სახლი, რომელიც მოიცავს განათების კონტროლს (ჩართვა-გამორთვა, ნათების რეგულირება), ჩამრთველი როზეტის კონტროლს, ტემპერატურის კონტროლს (ნებისმიერი სახის გამათბობლის ან გამაგრილებლის დისტანციური კონტროლი), წყლის და გაზის გაჟონვის კონტროლს 35 კვ. მ-მდე ფართზე 2 000 ლარი დაგიჯდებათ. აღნიშნული სისტემა საშუალებას გაძლევთ სმარტფონით, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, სადაც ინტერნეტია, აკონტროლოთ სურვილისამებრ ტემპერატურა, განათება, უთო, ელექტროჩაიდანი და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა.
"ამ სისტემის ინსტალაცია ნებისმიერ გაყვნილობასა და სახლზეა შესაძლებელი. ტრადიციულ როზეტებს ჭკვიანი ანაცვლებს. ერთი როზეტის ფასი 200 ლარია. სათანადო ინსტალაციის შემდეგ, თქვენ მოწყობილობების კონტროლს დისტანციურად სმარტფონით შეძლებთ," - დაამატა კოკაშვილმა.
adjpn-ის გარდა, თბილისში არსებობს კიდევ რამდენიმე კომპანია თუ მაღაზია, რომელიც მომხმარებელს სმარტ მოწყობილობებს სთავაზობს. თუმცა ისინი უმეტესად ორიენტირებული არიან ცალკეულ ჭკვიან მოწყობილობებზე და არა რთულ სისტემებზე, რომლებიც მთელი სახლის ავტომატიზაციას ახდენს. იხილეთ გაგრძელება