2016 წლის დეკემბრის მონაცემებით, უკრაინიდან სოიოს შპროტის მსხვილ ექსპორტიორებს შორის უნგრეთი და საქართველო ლიდერობენ.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში უკრაინიდან განხორციელებული სოიოს შპროტის მთლიანი ექსპორტის 16% საქართველოზე მოდის, ლიდერ უნგრეთზე კი 21%. ამ მაჩვენებლებით საქართველომ და უნგრეთმა 2015 წლის მსხვილ ექსპორტიორებს - ბელორუსსა და თურქეთს გადაუსწრეს.
საერთო ჯამში, 2016 წლის დეკემბერში უკრაინიდან სოიოს ექსპორტმა 28,6 ტონა შეადგინა.