”ოქროს სამყაროს” კომერციული დირექტორი - ყველა ნივთი ადგილზეა, ზოგი დაზიანებული, ზოგი - მთელი

”ოქროს ბირჟის” იმ ადგილში, სადაც შესვლა უსაფრთხოა, მოვაჭრეები ახერხებენ საკუთარი ნივთების გამოტანას, ხოლო შენობის იმ ნაწილში, სადაც შესვლა საშიშია, მოხდა ტერიტორიის გამაგრება , - ამის შესახებ ”ოქროს სამყაროს” კომერციულმა დირექტორმა ამირან მარიამიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მარიამიძემ აღნიშნა, ”ოქროს სამყაროს” ტერიტორიაზე მოვაჭრეების შესვლისა და საკუთარი ნივთების გამოტანის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და ამ დროის მონაცემებით 50 ადამიანია შესული.

”მაქსიმალურად ვეცდებით დღეს დასრულდეს პროცესი. ამ დროის მონაცემით, 50 ადამიანია შესული. მართალია, ნივთები დაზიანებულია, თუმცა ის შიში, რომ ძვირფასეულობა დაიკარგებოდა, პრეტენზია არავის გამოუთქვამს, ყველა ნივთი ადგილზეა, ზოგი დაზიანებული, ზოგი მთელი”, - განაცხადა ამირან მარიამიძემ.

მისივე თქმით, ამ დროის მონაცემებით მოვაჭრეებს საშუალება აქვთ საკუთარი ძვირფასეულობა გამოიტანონ მხოლოდ უსაფრთხო ადგილებიდან, ხოლო ამ პროცესის დასრულების შემდეგ მოხდება სხვა ტერიტორიის გამაგრება, რათა ყველას შეეძლოს საკუთარ სავაჭრო ადგილზე შესვლა და ნივთების გამოტანა.

”ოქროს ბირჟის ნაწილი გადარჩენილია. არის ადგილები, სადაც ჩავარდნილია პანელები. ამ ადგილებზე უსაფრთხოების თვალსაზრისით ექსპერტები არ გვრთავენ შესვლის ნებას. საჭიროა დამატებითი გამაგრებითი სამუშაოები სარდაფის მხრიდან. გამაგრებითი სამუშაოების შემდეგ, იქაც შეეძლებათ მოვაჭრეებს შესვლა”, - განაცხადა ამირან მარიამიძემ.