„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, სამუშაოების გადადების გამო, 9 თებერვალს თბილისის მიმართულებით მატარებლები ჩვეულებრივად იმოძრავებენ

“საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, 9 თებერვალს დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მატარებლები ჩვეულებრივ რეჟიმში იმოძრავებენ.

როგორც „საქართველოს რკინიგზაში“ განაცხადეს, სატრანსპორტო კომპანიას ხაშურის მონაკვეთზე ხიდის მშენებლობის გამო დაგეგმილი ჰქონდა, რომ 9 თებერვალს დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მატარებლების მოძრაობა შეეჩერებინა, თუმცა სატრანსპორტო კომპანიამ სამუშაოები გადადო და ამიტომ 9 თებერვალს დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მატარებლები ჩვეულებრივ იმოძრავებენ.

როგორც ცნობილია, საქართველოს რკინიგზის“ ცხელ ხაზზე „ინტერპრესნიუსს“ დღეს განუცხადეს, რომ ტექნიკური სამუშაოების გამო 9 თებერვალს, დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მატარებლები არ იმოძრავებდნენ.