თუ თქვენ ზრუნავთ საკუთარ ავტომობილზე, „თეგეტა მოტორსი“ გთავაზობთ აქციას, პრემიუმ კლასის Motul-ის და Mobil-ის ბრენდის ძრავის ზეთებზე. აქციის ფარგლებში, მომხმარებელს 4 ლიტრი და მეტი Motul-ის ან Mobil-ის საავტომობილო ძრავის ზეთის შეძენისას, საჩუქრად გადაეცემა „თეგეტა მოტორსში“ შეძენილი ძრავის, ჰაერის, სალონის და საწვავის ფილტრების უფასო შეცვლის სერვისი. ასევე მოქმედებს 20%-მდე ქეშბექის აქცია, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს ნებისმიერი თანხის შენაძენზე „თეგეტა მოტორსის“ ლოიალობის ბარათზე 20%-მდე თანხა დაუბრუნდება ქულების სახით.
აქცია მოქმედებს „თეგეტა მოტორსის“ როგორც თბილისის, ასევე ბათუმის, ზუგდიდის, ფოთის, ქუთაისის, გორის, ახალციხის, რუხისა და თელავის სერვის ცენტრებში, როგორც ერთიანი გადახდისას, ასევე 0%-იანი განვადებით შეძენის შემთხვევაში.
Motul-ისა და Mobil-ის ძრავის ზეთები აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს, პრემიუმ ხარისხს და წარმოადგენს საუკეთესო არჩევანს თქვენი ავტომობილისთვის. „თეგეტა მოტორსი“ Motul-ისა და Mobil-ის საცხებ-საპოხი მასალების ოფიციალური დილერია საქართველოში.
„თეგეტა მოტორსი“ უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. „თეგეტა მოტორსი“ არის მსოფლიოში წამყვანი 300-ზე მეტი ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Riken, Falken, Varta, Exide, Shell, Motul, Fuchs-titan, Meguin, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის: საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით.