„თი-ბი-სი“ ბანკში საბანკო ოპერაციების განხორციელება კვლავ შეფერხებით ხორციელდება. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ბანკში განუმარტეს, ამის მიზეზი სისტემის განახლებაა.
კერძოდ, მათი ცნობით, შეფერხებებით მუშაობს ბანკის ონლაინსერვისების ნაწილი.
„პროგრამული განახლებების გამო შეფერხებებით მუშაობს ბანკის ონლაინსერვისების ნაწილი, რისთვისაც ბოდიშს ვუხდით ჩვენს მომხმარებელს. მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებლებთან ერთად პრობლემის სწრაფად აღმოსაფხვრელად“, - გვითხრეს ბანკში.
3 თებერვალს „თი-ბი-სი“ ბანკმა მომხმარებელი გააფრთხილა, რომ 4 თებერვლის 19:00 საათიდან 5 თებერვლის 04:00 საათამდე საბანკო ოპერაციები ვერ განხორციელდებოდა: სერვისცენტრებში, ინტერნეტბანკში, მობაილბანკსა და სწრაფი გადახდის აპარატებზე. ამასთან, აღნიშნულ პერიოდში ამავე მიზეზის გამო საკრედიტო ბარათზე ჩარიცხული და შეტანილი თანხა 6 თებერვალს გახდებოდა ხელმისაწვდომი.