საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის მიერ, დღეს წარმოდგენილ გარდაქმნისა და განვითარების სამწლიან სამოქმედო გეგმაში ერთ-ერთი მთავარი აქცენტი მაუწყებლის შენობაზე კეთდება. მის მიერ შემუშავებულ, დღეს გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ არხის თანამშრომლებს აქვთ არასათანადო სამუშაო პირობები და უწევთ ყოფნა ამორტიზებულ შენობაში, სადაც შეუძლებელია უსაფრთხოების, მათ შორის სახანძრო ნორმების დაცვა.
"ყოველდღიურად ნადგურდება ისტორიული ღირებულების მქონე ვიდეო/აუდიო და ფოტო არქივი, რადგან არ ხორციელდება მასალების ციფრულ მატარებელზე გადატანა", - ნათქვამია დოკუმენტში.
მაღლაფერიძის სამომავლო გეგმა 2017-2019 წლებში ახალი შენობის აშენებასა და რეგიონული ოფისების გახსნას გულისხმობს.
იხილეთ ვიდეო PALITRAVIDEO-ზე