რუხის სავაჭრო ცენტრში ავტობაზრობა მოეწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, ტერიტორიაზე განთავსებულია ავტომანქანების სათადარიგო ნაწილების გამოსაფენი სივრცეები. მომხმარებელს ავტოდიაგნოსტიკას ადგილზე უფასოდ სთავაზობს „თეგეტა მოტორსი.”
”ახალი ავტობაზრობა უზრუნველყოფილია დასუფთავებით, დაცვით და აღჭურვილია ვიდეო მეთვალყურეობის სისტემებით. რუხის სავაჭრო კომპლექსში განლაგებულია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბრენდირებული და არაბრენდირებული კომპანიები. საერთო განაშენიანების ფართობი 5 ჰექტარია,” - ნათქვამია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საპარტნიორო ფონდმა რუხის სავაჭრო ცენტრის სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის სექტემბერში დაიწყო და 2016 წლის იანვარში დაასრულა. პროექტის ღირებულება 15 მლნ ლარამდეა.