საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, მებაჟე ოფიცრებმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქის, ნ.გ-ს კუთვნილი ავტომობილის დათვალიერების შედეგად, სხვადასხვა დასახელების დიდი ოდენობით ფარმაცევტული პროდუქცია აღმოაჩინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქონლის საბაჟო ღირებულებამ 24,128.33 ლარი შეადგინა.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს გადაეცა.