ბიზნესისა და ტენოლოგიების უნივერსიტეტმა ბრიტანეთის უკვე მეორე მაღალრეიტინგულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა დაიწყო.
,,სილიკონ ველი თბილისის’’ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილი ,,ბრიტანული განათლების რეგიონალური სივცე’’ ქვეყანას აძლევს რეალურ შესაძლებლობას გახდეს ბრიტანული განათლების ჰაბი რეგიონში, ხელმისაწვდომი გახადოს ბრიტანული განათლება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში, გაზარდოს საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე მოთხოვნადი კადრები და განახორციელოს მათი ექსპორტი რეგიონში, პროვოცირება გაუკეთოს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
საქართველოში ბრიტანული განათლების რეგიონალური ჰაბის შექმნის შესაძლებლობას ,,სილიკონ ველი თბილისის’’ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კიდევ ერთი ბრიტანული პროექტი იძლევა, კერძოდ, BTU-მ ,,ოქსფორდ ბრუქსთან’’ ერთად ინიცირებული საუნივერსიტეტო პროექტის შემდეგ, თანამშრომლობა კიდევ ერთ ბრიტანულ მაღალრეიტინგულ ,,Staffordshire’’ უნივერსიტეტთანაც დაიწყო.
შესაბამისად, ,,ბრიტანული განათლების რეგიონალურ სივრცეში’’ უკვე მოქმედებს ორი ბრიტანული საუნივერსიტეტო პროგრამა ბაკალავრიატში ფინანსებისა და ბიზნესის ადიმინისტრირების მიმართულებებით. ასევე, დაგეგმილია გაცვლითი პროგრამები, ტრენინგები და სხვა პროგრამები ბრიტანეთის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებთან.
აღსანიშნავია, რომ ,,სილიკონ ველი თბილისის’’ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ბრიტანეთის საგანმანათლებლო სივრცესთან მსგავსი მოდელით დაწყებული თანამშრომლობა პირველია ამიერკავკასიის რეგიონში, რაც რეგიონის ბრიტანული საგანმანათლებლო ჰაბის ქცევის რეალურ შესაძლებლობას იძლევა.
,,Staffordshire’’ უნივერსიტეტი, 1914 წელს, დიდ ბრიტანეთში დაარსდა. თავდაპირველად, ის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ცენტრალურ სკოლას წარმოადგენდა, დღესდღეობით კი ოფიციალურად აკრედიტირებული უნივერსიტეტია. აღნიშნული უნივერსიტეტი და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი რეგიონში განახორციელებენ ბიზნეს ადმინისტრირების საუნივერსიტეტო პროგრამას ბაკალავრიატში, რომლის ფარგლებში აღნიშნული პროგრამის კურსდამთავრებული განათლებას ორივე ქვეყანაში მიიღებს და შესაბამისად მოიპოვებს საქართლოსა და ბრიტანეთის დიპლომს. (R)