„ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებული მოვაჭრეების ერთი ნაწილის განცხადებით, მათი საქონელი თითქმის სრულად განადგურებულია.
როგორც შენობიდან გამოსული მოვაჭრეები აცხადებენ, „ყველაფერი დამწვარია“.
„ყველაფერი დამწვარი და დანახშირებულია. მთლიანად ნაცარით არის მოფენილი იქაურობა, ვერაფერს ვერ იპოვი, ყველაფერი განადგურებულია“, - აცხადებენ დაზარალებულები.
მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ „დახლში დარჩენილი საქონელი ადგილზე დახვდათ, თუმცა ხანძრის გამო ერთმანეთშია შემდნარი“. მათ დახლები გამოაქვთ და საკუთარი პროდუქციის გადარჩევას ცდილობენ.
„ბავშვთა სამყაროს“ უკანა ფლიგელში მდებარე „ოქროს ბირჟის“ მოვაჭრეები საკუთარი პროდუქციის მოსაძებნად შენობაში მორიგეობით შედიან.