ტერორისტული ორგანიზაცია ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ნავთობის გაყიდვიდან შემოსავლები გასული წლის განმავლობაში შემცირდა. ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტიერეში აცხადებს.
„ორგანიზაცია „გაერო-ს მისია ერაყის თანადგომისთვის“ მონაცემებით, გასულ წელს ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ ნავთობპროდუქტების არალეგალურად გაყიდვით მიიღო 250 მილიონი დოლარის შემოსავალი, რაც 2015 წლის 500-მილიონიან შემოსავალს მნიშვნელოვნად ჩამორჩება“, - ნათქვამია მოხსენებაში.
გაერო-ს გენერალური მდივნის აზრით, ამის მიზეზია როგორც სამხედრო წნეხი ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ, ასევე შიგნით არსებული პრობლემები.
კოკა კვირკველია