შპს "თბილსერვის ჯგუფის" მოვლა-პატრონობაში არსებულ ბაღებსა და პარკებში ვანდალურად დაზიანებულია და მოპარულია სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეები. როგორც ”თბილსერვის ჯგუფიდან” იუწყებიან, ვაკის პარკში, ვერის და ვასო გოძიაშვილის სახელობის ბაღებში მოპარულია 27 ძირი "ტუია", დაზიანებულია 484 ძირი "კვიდო" და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი რამდენიმე ნაგავშემკრები კონტეინერი.
აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ ფაქტი დაფიქსირებულია და მიმდინარეობს გამოძიება.