აშშ-ის კანზასის შტატში, ყოფილ სამხედრო ბუნკერში შენდება თავშესაფარი, რომლის თითოეული ნომრის ღირებულება 3 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ თავშესაფრის მშენებლობა უახლოეს მომავალში დასრულდება, ნომრების 95% უკვე წინასწარ დაჯავშნილია.
ტექნოლოგიური საიტის CNET -ის ცნობით, 1960 წელს აშშ-ის სამხედრო ბუნკერად გამოყენებული მიწისქვეშა საცხოვრებელი რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ შეიძინა სპეციალურად მილიონერებისთვის თავშესაფრის აშენების მიზნით. თავშესაფარმა მდიდარი ადამიანები უნდა დაიცვას ბუნებრივი კატასტროფებისგან, ვირუსებისგან ან ატომური ომის დროს სიკვდილისგან.
თავშესაფარის პირველი ნომერი 1,5 მილიონ დოლარად გაიყიდა აქციის ფარგლებში. ხოლო მომდევნო ნომრები 2.5 და 3 მილიონ დოლარად. დარჩენილია მხოლოდ რამდენიმე ნომერი, რომლის ფასიც სავარაუდოდ, 4 და 7 მილიონ დოლარამდე იქნება.
"ძალიან კარგი შედეგი გვაქვს. თავშესაფარი ჯერ არ არის ბოლომდე აშენებული და თითქმის ყველა ნომერი გაყიდულია. ამ პროექტის დასრულების შემდეგ, აუცილებლად დავიწყებთ სხვა პროექტებსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. მიწისქვეშ ცხოვრება არ წარმოადგენს კომფორტს, თუმცა სიცოცხლის შენარჩუნება თუ გინდათ, სხვა გზა არ არის", - სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელმა.
თავშესაფარის კედლების სისქე 2, 9 მეტრია, რომელიც საათში 800 კილომეტრის სიჩქარით მოძრავ ქარს უძლებს. ნომრების ფართობი 84-დან 196 კვადრატამდე იქნება. გარდა ამისა, თავშესაფარში ყველა საჭირო ნივთისა და საკვები პროდუქტის 5 წლის მარაგია.
საიდუმლო ტერიტორიაზე აშენებულ თავშესაფარში - კინოთეატრი, საცურაო აუზები, სპორტ-დარბაზები, პატარა საავადმყოფო და ორგანული საკვების წარმოების ცენტრიც არის გაშენებული.
ავტორი: ალექსი აბდიევი
წყარო: intermedia.ge