საუდის არაბეთის საფეხბურთო კლუბის მაისურს წარწერა „დამზადებულია საქართველოში“ ამშვენებს

აჭარაში, შეკერილი სპორტული ფორმით საუდის არაბეთის საფეხბურთო კლუბ ,,ალ ჰილალი"-ს ფეხბურთელები იმოსებიან.სპორტული ფორმები კომპანია „აჭარა ტექსტილის“ სამკერვალო ფაბრიკაშია დამზადებული. ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა გია ლომინაძემ უთხრა.

მისივე ცნობით, ეს არ არის ერთადერთი კლუბი, რომელსაც დატანილი აქვს წარწერა: „დამზადებულია საქართველოში“.

გია ლომინაძის თქმით, ”აჭარა ტექსტილის” ფორმებით მსოფლიო მასშტაბით 33 სპორტულ გუნდს ამარაგებს, მათ შორის იტალიის ნაკრები, დორტმუნდის „ბორუსიას“, ლონდონის „არსენალსა“ და სხვა.

კომპანიის ფაბრიკები ამ ეტაპზე ქობულეთსა და ბათუმში მდებარეობს, თუმცა, მიმდინარეობს კიდევ ერთი საწარმოს მშენებლობა ფოთში.

„აჭარა ტექსტილი“, ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა: Nike, Puma, Lotto, Erima. როგორც ლომინაძე აღნიშნავს, სამომავლოდ ახალ სპორტულ ბრენდებთან დაიწყებენ თანამშრომლობას.