ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6656 ლარი გახდა

7 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6656 ლარი შეადგინა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6795 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.39 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 8 თებერვალს შევა ძალაში.

ამასთანავე ლართან მიმართებაში გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 8 თებერვლისთვის 2.8439 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8770 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 3.31 თეთრი შეადგინა.

ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 8 თებერვლისთვის 0.7177 ლარი იქნება. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 0.7276 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლირის ცვლილებამ 0.99 თეთრი შეადგინა.

ასევე გაუფასურდა ბრიტანული ფუნტი, რომელიც 8 თებერვლისთვის 3.344 ლარი გახდება. მაშინ როდესაც დღეს მოქმედი კურსი 3.3008 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ფუნტის ცვლილებამ 4.32 თეთრი შეადგინა.