ალექსანდრე ჯეჯელავას ინფორმაციით, განათლების სისტემაში ოპტიმიზაციის შედეგად 4-5 მილიონი ლარი დაზოგეს

ოპტიმიზაციის შედეგად, განათლების სისტემიდან 300-დან 400-მდე თანამშრომელი გათავისუფლდა. როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს თემაზე კომენტირებისას განუცხადა, ოპტიმიზაცია არ შეხებია კვლევით დაწესებულებებსა და სკოლებს, დანარჩენი ყველგან, მათ შორის სსიპებსა და თავად სამინისტროში ადმინისტრაციული და სახელფასო დანახარჯი 10%-ზე მეტით არის შემცირებული.

განათლების მინისტრის ინფორმაციით, ოპტიმიზაციის შედეგად ჯამურად 4-5 მილიონ ლარამდე დაიზოგა.