საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი სასამართლოს წინაშე წარსდგება, მას ბრალად ედება 2012 წლის საპრეზიდენტო კამპანიის არაკანონიერად დაფინანსება.
გამოძიება ეჭვობს, რომ სარკოზის პარტიამ („კავშირი სახალხო მოძრაობისთვის“, ახლანდელი „რესპუბლიკელები“) გააყალბა დოკუმენტები, რათა დაემალათ დასაშვები ხარჯების გადამეტება 18 მილიონი ევროს ოდენობით.
ნიკოლა სარკოზის არაერთხელ განუცხადებია, რომ არ იცოდა ლიმიტის გადამეტებაზე, რომელიც იმ დროს დადგენილი იყო 22.5 მილიონი ევროს ნიშნულზე.
გარდა ნიკოლა სარკოზისა, ანგარიშების ფალსიფიცირებაში ეჭვმიტანილია კიდევ 13 ადამიანი, მათ შორის „კავშირი სახალხო მოძრაობისთვის“ (ახლანდელი „რესპუბლიკელები“) ფუნქციონერები.
გამოძიება აღნიშნულ საქმეზე, რომელიც ცნობილია როგორც „ბიგმალიონის“ საქმე, 2014 წელს დაიწყო.
გამოძიების ვერსიით, დოკუმენტებთან მაქინაციები განხორციელდა სარეკლამო ფირმის „ბიგმალიონის“ მეშვეობით.