ფოთში გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტირების განყოფილების თანამშრომლებმა 1-ელი იანვრიდან დღემდე ნადირობის წესების დარღვევის 72, ხოლო უკანონო თევზჭერის 4 შემთხვევა გამოავლინეს. ინსპექტირების განყოფილების ხელმძღვანელის ეკა ჯინორიძის განმარტებით, კოლხეთის ეროვნული პარკში უკანონო ნადირობის - 4, ხოლო ბუფერულ ზონაში - 25 ფაქტი დაფიქსირდა. მისივე თქმით, ამოღებულია სანადირო თოფები დამუხტული ვაზნებით, ხმოვანი სიგნალის გამომცემი ელექტრონული მოწყობილობა, ფანარი და ნანადირევი. ასევე სახლართი ბადე და ეკრან-ბადე. ,,ფაქტებზე შედგა შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა შესაბამის ორგანოებს“, - აღნიშნა ეკა ჯინორიძემ.