ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ეროვნული ბანკი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, დღეს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
„აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 77 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.140 პროცენტით, მაქსიმალური 8.330 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 8.210 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური განაკვეთი 8.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.