ამერიკული კორპორაცია Apple ელემენტთან დაკავშირებული ხარვეზის გამო არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან iPhone 6s-ს გაიწვევს.
გამოცემა Digital Trends-ის ინფორმაციით, Apple დაახლოებით 88 700 აიფონს გაიწვევს, რაც კომპანიას სავარაუდოდ, 7 მილიონი დოლარი დაუჯდება.
გაწვევა შეეხება 2015 წლის სექტემბერ-ოქტომბერში წარმოებული iPhone 6s-ს. კომპანიის ცნობით, გაწვევის მიზეზი სმარტფონის მოულოდნელად გათიშვას უკავშირდება. მომხმარებელთა განცხადებით, მათი აიფონები ხშირად ითიშებოდა, როცა დატენვის დროს 40%-მდე ადიოდა.
კომპანიის განცხადებით, ტელეფონებისთვის ელემენტის შეცვლა უფასოდ მოხდება.