სურსათზე ფასები იზრდება. ეკონომისტები პროდუქტისა და მომსახურების კიდევ უფრო გაძვირებას ვარაუდობენ. საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 2,9% შეადგინა. წლიური ინფლაციის მაჩვენებელი კი 3,9%-ია. ჯამში 2010 წელთან შედარებით, სამომხმარებლო ფასების ინდექსი 22,5%-ით გაიზარდა.
მომსახურებასა და პროდუქტზე ფასების ზრდაზე მომხმარებლებიც მიუთითებენ. გამოკითხულთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ფასების მატება ბოლო პერიოდში განსაკუთრებით თვალშისაცემია. პროდუქტების გაძვირების პარალელურად მოვაჭრეები მომხმარებლების რაოდენობის შემცირებაზე საუბრობენ.
იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე