თვის ბოლოდან საქართველოში "შტადლერის" კიდევ ორი ახალი მატარებელი შემოვა

საქართველოში შვეიცარიული კომპანია შტადლერის კიდევ ორი ახალი მატარებლი შემოვა.

როგორც საქართველოს რკინიგზაში ”ბიზნესპრესსნიუსს” განუცხადეს, მატარებლები საქართველოში თვის ბოლოს ჩამოვა და ექსპლუატაციაში სატესტო პერიოდის გავლის შემდეგ, ზაფხულის სეზონისთვის შევა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მატარებლები ბათუმის მიმართულებით ივლიან.

”ორი ახალი მატარებელი მოგვცემს შესაძლებლობას ზაფხულის სეზონზე მგზავრთა გაზრდილი ნაკადი სრულად დავაკმაყოფილოთ. გვექნება შესაძლებლობა ბათუმის რეისიდან გამოთავისუფლებული კარგი, ერთსართულიანი მატარებელი ფოთის ან ზუგდიდის მიმართულებაზე გადავიყვანოთ. ახალი მატარებლების მიღებით ყველა მიმართულება განახლდება”, - აცხადებენ "საქართველოს რკინიგზაში".

"შტადლერის" ფირმის ახალი მატარებლები 400 ადამიანზეა გათვლილი.

"საქართველოს რკინიგზამ" შტადლერის 4 მატარებელი გასულ წელს შეიძინა.