ნინოწმინდასა და სადახლოზე მარიხუანა აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში „ნინოწმინდა“ და სადახლო-საავტომობილო“ ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა აღმოაჩინეს.

როგორც  შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან, 28 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „ნინოწმინდა“ და „სადახლო-საავტომობილო“, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე და დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა (3,11 გრამი) აღმოაჩინეს.

საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცა.