საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს. როგორც შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან, 7 თებერვალს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (62.99 გრამი) აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 3,870.73 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა 3,870.73 ლარის ოდენობით შეეფარდა.