საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“ არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა.
როგორც შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან, 6-8 თებერვალს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული სიგარეტის (ჯამში 5,780 ღერი) ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეებს, ჩამოერთვათ საქონელი, ერთ შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალება და სანქციის სახით თითოეულს, შეეფარდა ფულადი ჯარიმა ათას-ათასი ლარის ოდენობით.