გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქ ფოთში, კოლხეთის ეროვნული პარკის ბუფერულ ზონაში, პალიასტომის ტბის მიმდებარედ, მონადირეთა 4-კაციანი ჯგუფი - ზურაბ ლექვინაძე, ნოე ჯიმშელეიშვილი, მამუკა საღარეიშვილი და ზაზა ჭეიშვილი, მოტორიანი ნავით გადაადგილდებოდნენ და ე.წ. მანოკის გამოყენებით ნადირობდნენ.
სამართალდამრღვევებს, მოტორიან ნავთან ერთად, 4 ერთეული თოფი, 10 მოკლული იხვი, 14 ერთეული ფიტული ჩამოერთვათ.
„შედგა შესაბამისი აქტი. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცემა შესაბამის ორგანოებს“, - აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.