ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6454 ლარი გახდა

9 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6454 ლარი შეადგინა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6627 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.73 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 10 თებერვალს შევა ძალაში.

ამასთანავე ლართან მიმართებაში გაუფასურდა ევროც, რომლის კურსი 10 თებერვლისთვის 2.8290 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8342 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.52 თეთრი შეადგინა.

ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 10 თებერვლისთვის 0.7165 ლარი იქნება. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 0.7106 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლირის ცვლილებამ 0.59 თეთრი შეადგინა.

ასევე გაუფასურდა ბრიტანული ფუნტი, რომელიც 9 თებერვლისთვის 3.3237 ლარი გახდება. მაშინ როდესაც დღეს მოქმედი კურსი 3.344 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ფუნტის ცვლილებამ 2.03 თეთრი შეადგინა.