ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ რიგის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაში Balttour 2017-ში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან იუწყებიან. ადმინისტრაციასთან ერთად საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ასევე კომპანიები: „თრეველ ვორლდი“, „ჯორჯია თრეველ არესპი“, „ტყემალი ტურსი“ და „მიმინო თრეველი“.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, რიგის 24-ე საერთაშორისო გამოფენის სტუმრები საქართველოს ზაფხულის კურორტებით, მოგზაურობის ფასებით და პირდაპირი ფრენების შესაძლებლობით დაინტერესდნენ. ”Balttour 2017”-ზე მსოფლიოს 41 სახელმწიფოდან 850 ტურისტული კომპანია იყო წარმოდგენილი.