სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში სულ 498 395 ოჯახია რეგისტრირებული და აქედან 125 301 ოჯახი საარსებო შემწეობას იღებს.
სოციალური შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა ბოლო 8 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი 2012 წელს იყო და 163 183-ს შეადგინა. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში სოციალური შემწეობის ოჯახების რაოდენობა ასე გამოიყურებოდა:
2008 წელი - 131 182
2009 წელი - 153 434
2010 წელი - 144 877
2011 წელი - 13 2505
2012 წელი - 163 183
2013 წელი - 150 607
2014 წელი - 141 776
2015 წელი - 125 301
საარსებო შემწეობის ოდენობა ერთსულიანი ოჯახისთვის 60 ლარია, ხოლო ორ და მეტსულიანი ოჯახების შემთხვევაში, ერთსულიანი ოჯახისთვის დადგენილი საარსებო შემწეობის ოდენობას მეორე და ოჯახის ყოველ მომდევნო თითოეულ წევრზე ემატება 48 ლარი. ოჯახისთვის, რომლის სარეიტინგო ქულაც 30001-ზე ნაკლებია - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 60 ლარით ოჯახის ყველა წევრზე. ოჯახისთვის, რომლის სარეიტინგო ქულაა 30001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57001 ქულაზე - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე. ოჯახებისთვის, რომლის სარეიტინგო ქულაა 57001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 60001 ქულაზე - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 40 ლარით ოჯახის ყველა წევრზე. ოჯახისთვის, რომლის სარეიტინგო ქულაა 60001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 65001 ქულაზე - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 30 ლარით ოჯახის ყველა წევრზე. ოჯახისთვის, რომლის სარეიტინგო ქულაც 100001-ზე ნაკლებია - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 10 ლარით ოჯახის თითოეულ, 16-წლამდე ასაკის წევრზე.