გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან იუწყებიან, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჩიანის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე, რამაზ და დავით ადუაშვილები ნავიდან ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით თევზაობდნენ. მათ მოპოვებული ჰქონდათ 43 კგ. ხრამულის სახეობის თევზი. გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 2580 ლარი შეადგინა. სამართალდამრღვევებს ჩამოერთვათ და დაილუქა უკანონოდ მოპოვებული თევზი.
ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.