ბოლო მონაცემებით, სესხების გალარების პროგრამით რვაასმა ადამიანმა ისარგებლა. ამ დროისთვის გალარებული სესხების საერთო მოცულობა 30 მილიონ ლარს შეადგენს. ბანკების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ტემპი ნორმალურია. გიორგი ცუცქირიძე მოსახლეობის გააქტიურებას განსაკუთრებით, გალარების პროგრამის ბოლო პერიოდში ელოდება.
სესხების გალარების პროგრამა 17 დეკემბერს ამოქმედდა. პროგრამის ვადის ამოწურვამდე ერთ თვეზე მეტი დროა დარჩენილი.