იტალიაში ბოლო დროს ქართული ღვინის ცნობადობა ძალიან გაიზარდა და ეს მეტწილად ქართველი ნატურალისტი მეღვინეების დამსახურებაა. ბიო-ღვინის მწარმოებელმა ქართველმა მეღვინეებმა, როგორც იქნა, გაჭრეს იტალიის ღვინის ბაზრის გზა და ეს მთლიანად ქართულ მეღვინეობაზე დადებითად აისახა.
იტალიის დედაქალაქ რომის ღვინის მაღაზიებსა და ღვინის ბარებში Allwine.ge-ს მიერ ჩატარებულმა მცირე კვლევამ აჩვენა, რომ იტალიელმა ღვინის რეალიზატორებმაც და მომხმარებლებმაც, ასე თუ ისე, უწყიან ჩვენი ღვინის შესახებ და აფასებენ კიდეც.
იტალიის ღვინის მეღაზიების მეპატრონეები ამბობენ, რომ დაახლოებით 10 წლის წინ ქართული ღვინის შესახებ არაფერი სმენოდათ. ამ ბოლო დროს კი მათ უკვე იციან, რომ რქაწითელი მთავარი ქართული ვაზის ჯიშია. ღვინის ბარ „სან რომანოს“ მფლობელი, ვენდიან ლეკკი ამბობს, რომ მისი ბოლო წლების აღმოჩენა საფერავია და გადაწყვეტილი აქვს მიმდინარე წელს საქართველოში ჩამოვიდეს, რათა მაღაზიაში გასაყიდად საუკეთესო საფერავები შეარჩიოს. იხილეთ გაგრძელება